logo
ENG



ვოლსკი სტეფანჩუკის განცხადებებს "ზღვარსგადაცილებულს" უწოდებს

12 აპრ 202212:57
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების წევრი, პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი უკრაინის რადას თავმჯდომარის რუსლან სტეფანჩუკის განცხადებებს "ზღვარსგადაცილებულს" უწოდებს.

ვოლსკის თქმით, ეს განცხადებები "გარკვეულწილად უნდა იყოს შეცვლილი".

"არ არის ვიზიტი თვითმიზანი, ეს ერთი საკითხი... და მეორე, ასეთი ყოველგვარ ზღვარსგადაცილებული განცხადებები, რომელიც ახასიათებს პარლამენტის თავმჯდომარეს, რადას ხელმძღვანელი მყავს მხედველობაში, რასაკვირველია, გარკვეულწილად უნდა იყოს შეცვლილი.

ეს არის სერიოზული პოლიტიკური დემარში უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, შეურაცხყოფა არამარტო ოფიციალური პირების, არამედ ქართული საზოგადოების, რომელიც პირდაპირი გაგებით თუ სხვა ეპითეტით, ლუკმას უყოფს თავის მოძმე უკრაინელ ხალხს", - თქვა ვოლსკიმ.

8 აპრილს სტეფანჩუკმა პაპუაშვილი ბუჩაში მიიწვია, პაპუაშვილმა მიწვევას არასათანადო უწოდა. ამ კომენტარს სტეფანჩუკმა პაპუაშვილს შოთა რუსთაველის აფორიზმით უპასუხა.


close დახურვა